დასის ხედვა

ორ წელწე მეტია საზღვარგარეთ მყოფ ქართველთა ორგანიზაცია დასი აქტიურად არის ჩართული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენი ზოგადი ამოცანა საქართვლოში დემოკრატიის განვითარება და საქართველოს გამართულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაა. ამ ზოგადი მიზნის მისაღწევად დასი კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს. ეს კონტრეტული მიზნები გაცილებიტ მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც საქართველო თავისი ბოლო ოცდათწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე შორს არის დემოკრატიისგან. უფრო მეტიც, არა მარტო დემოკრატია, არამედ მისი სახემწიფოებრიობაც კი გადასარჩენია.

დასისთვის ეს ორწლიანი აქტივობა ძალიან რთული და გამოწვევებით სავსე იყო. გასაგებია, რომ მას უპირისპირდებიან ის ძალები, რომელთაც დღეს საქართველოში ხელისუფლება აქვთ უზურპირებული. თუმცა ორგანიზაცია წინააღმდეგობას იმ ჯგუფებისგანაც აწყდებოდა, რომლებთანაც, პრინციპში, ერთიანი მიზნები უნდა აკავშირებდეს.

ჩვენი ქართული საზოგადოების პროგრესულ ნაწილთან მთავარი წინააღმდეგობის წყარო საქართველოში დარჩენლი ჯუფების საზღვარგარეთ მყოფ ქართველთა აღქმაა. ამ ჯგუფთა უმეტესობა საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს ხედავს, როგორც ან ხმის მიმცემ ძალას არჩევენბის დროს (ერთი მოქალაქე ერთი ხმის პრინციპით) ან როგორც ჯგუფებს, რომელთაც თავის ადგილას ლოკალური საქმე უნდა აკეთონ და ამით შემოიფარგლონ. ამ ხედვას პრინციპად უდგას გარკვეულ წილად ქედმაღლური დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულების მიხედვით, გახიზნულმა ქართველებმა "ფრონტის ხაზი" მიატოვეს, თავი უცხოურ კომფორტს შეაფარეთ და მათ საქართველოში მინდინარე მოვლენებზე ბევრი არაფერი ეთქმით - მათ "ფრონტის ხაზზე" მყოფი დაგუფებების ხედვები უნდა გაიზიარონ და უპირობოდ მხარი დაუჭირონ.

დასი თავიდანვე იმ იდეით შეიქმნა, რომ მის დამფუძნებლებსა და წევრებს გაცილებით მეტის გაკეთება უნდათ და შეუძლიათ, ვიდრე ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ უცხოეთს გადახვეწილ ქართველთათვის მიჩენილი ვიწრო სამოქმედო კუნჭულია. შეგვიძლია კი არა, მოვალეობაც გვაქვს. ჩვენი ხედვით, უცხოეთში მყოფი ქართველები ქართული პოლიტიკური პროცესის აქტიური, ცოცხალი და თანაბარუფლებიანი მონაწილეები უნდა იყვნენ. ამის ბევრი მიზეზია და ამას ბევრი უპირატესობა მოაქვს ქვეყნისთვის. სანამ ამ უპირატესობაზე ვილაპარაკებთ, უნდა ვთქვათ, რომ ზემოთ ნახსენები ქედმაღლური დამოკიდებულება ქართული საზოგადეობის ნაწილისა ემიგრანტებისადმი სრულიად მიუღებელია. ყველამ ვიცით, რომ თავისი ქვეყნის ჭეშმარტი მოყვარულისთვის უცხოეთში ყოფნა გაცილებით რთული ამბავია, ვიდრე მისთვის სიკვდილი. ეს უცხოეთში ყოფნა ყოველი მათგანისთვის რაღაც ობექტურუი მიზეზებით დროებითი მოვლენაა და ოდესმე უნდა შეიცვალოს. კონკრეტულად კი ამ ხალხს უამრავი კარგი რამის გაკეთებე შეუძლია ქვეყნისთვის იქ და იქიდან, სადაც არიან. პირველ რიგიში უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათ საზღვარგარეთ ყოფნით ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ შეძენილი და ზედმიწევნით იციან როგორც თავისი საქმე, ასევე იმ ქვეყნების წარმატებები და წარუმტებლობები, სადაც იმყოფებიან. ამ როგორც პროფესიული, ისე საზოგადო გამოცდილების გაზიარება ქვეყანას ძალიან წაადგება. მეორე, ეს ხალხი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სხვა ჭრილიდან უყურებს. მათი ხედვა განსხვავებულია "ფრონტის ხაზის" ხედვიდან. იგი დისტანციურებულია ყოველდღიური ტაქტიკური სვლებისგან, უფრო დასვენებულიც და დალაგებულიც. უცხოეთში მყოფ ადამიანს არ უწევს გამუდმებული საფრთხის ქვეშ არსებობა და, აქედან გამომიდნარე, უფრო სტრატეგილადაც შეუძლია იფიქროს. ამ ადამიანთა ხედვის გაუზიარებლობა ძალიან დიდი შეცდომაა. მესამე, ისევ თავისი უხცოეთში ყოფნის წყალობით, ამ ხალხს აქვს ძალიან დიდი პროფესიული და საზოგადოებრივი კავშირები. მათ, თუკი მოხერხდა ერთიანი მოქმედაბა, ძალიან ეფექტიანად შეუძლიათ ქართული ინტერესების ლობირება უცხო ქვეყნებსა და რეგიონებში. უცხოეთში მყოფ ქართველებს რომ გაცილებით უფრო დიდი პოტენციალი აქვთ, ვიდრე ბევრს ჰგონია, კიდევ ერთხელ დადასტურდა მაშინ, როცა დე ფაქტო ხელისუფლებამ ემიგრანტებს ხმის უფლება ფაქტობრივად ჩამოართვა.

სწორედ ამ ზემთ თქმული ხედვითა და მოტივაციითაა ჩართული დასი ქართულ პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენი ურყევი აზრია, რომ, როგორც უკვე მოკლედ შევნიშნეთ, ქართული სახემწიფოებრიბა კიდევ ერთხელ დგას გაქრობის საფრთხის წინაშე. ეს გამოწვეულია უამრავი შიგა და გარე გეოპოლიტიკური ფაქტორით, რომელსაც აქ ვერ ჩავუღრმავდებით. გადარჩენის გზა საქართველოს დემოკრატიულ პროცესში დაბრუნება და ამ ქვეყანაში ნამდვილი, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაა. რადგანაც დღეს ხელისუფლება უზურპირებულია რუსეთის მიერ მართული ძალით, მსგავსი მიზნის მიღწევა პირველ რიგში ამ ძალის წასვლით შეიძლება. ამიტომაც თავიდანვე და ახლაც დასის ურყევი პოზიცია იყო და არის, რომ მთავარი მოთხოვნა საპროტესტო, პროქართული ძალებისა უნდა იყოს დე ფაქტო მთავრობის დაუყოვნებლივი გადადგომა, ახალი მთავრობის ხელისუფლების სათავეში მოსვლა, რომელიც ჯერ ერთი საქართველოში ჩაატარებს დემკრატიულ არჩევებს და მეორეც უმალ დაიწყებს იმ რეფორმების გატარებას, რომელიც ქვეყანას უმწვავესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს. უპირველსე ყოვლისა კი, მთელი თავისი არსებობისას იგი მოემსახურება არა რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ან იდეოლოგიებს, არამედ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ დანახული და დასახული ძალა არის ზეპარტიული.

უკვე ორ წელზე მეტია, დასი აქტიურად მოუწოდებს ყველა თავის მოკავშირესა და თანამოაზრეს, რომ საპროტესტო მოძრაობა ერთი მთავარი მოთხოვნის გარშემო გაერთიანდეს: ეს მოთხოვნა არის ივანიშვილის დე ფაქტო რეჟიმის დაუყოვნებელი გადადგომა და მისი ახალი ადმინისტრაციით ჩანაცვლება. სხვა ყველა მოთხოვნა აბსურდილი და არაეფექტიანია. მაგალითად, ხშირად გვესმის ახალი საპარლამენტო არჩევნებისკენ მოწოდება. კი მაგრამ, ვინ უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები? თუკი არსებულმა დე ფაქტო რეჟიმმა, მაშინ გამოდის, რომ არჩევნები ასჯერაც რომ ჩატარდეს, ასჯერვე გაყალბდება, რადგანაც სხვანაირად რეჟიმი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ეს არგუმენტი ახალი საპარლამენტო არჩევნების მომთხოვნებს ესმით და იგონებენ ათას მექანიზმის, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ამ რეჟიმის ხელში მაინც დემოკრატიული არჩევების ჩატარება. მაგრამ თუკი დღევანდელი რეჟიმი მსგავს წინასაარჩევნო პირობებს დათანხმდა და მერე სასწაულებრივად ეს პირობები ნამდვილად აღასრულია, ხომ გამოდის, რომ თავის წასვლას მოაწერა ხელი? ანუ თუკი ივანიშვილის რეჟიმი შეთავაზებულ პირობებს დათანხმდა, იგი ხელისუფლებიდან წასვალსაც დათანხმდება. მაშინ რატომ არ მოვითხოვთ პირდაპირ იმას, რისი მიღწევაც აუცილებელი და გარდაუვალია?

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ივანიშვილის დე ფაქტო რეჟიმის დაუყოვნებელი და უპირობო წასვლა ხელისუფლების სათავეებიდან ერთადერთი სწორი მოთხოვნაა. ჩვენ სიხარულით ვუყურებთ იმ ამბავს, რომ ამ ხედვას სულ უფრო მეტი და მეტი ქართველი იზიარებს. მხოლოდ დროის საკითხია, როდის გახდება ხელისუფლების უზურპატორების მმართველობის სათავეებიდან წასვლა საპროტესტო მოძრაობის ცენტრალური მოთხოვნა. რადგანაც ქვეყანაში საპროტესტო მუხტი ძალიან დიდია და რადგანაც ისტორიულდ არასდროს მომხდარა, რომ მოღალატეობრივ ძალას საქართველოში ხანგრძლივად შეენარჩუნებინოს ეფექტიანი მმართველობა, ამ მოთხვნის დაკმოაყოფილებას მხლოდ სწორი სტრატეგიისა და დროის საკითხია. თუმცა ხელისუფლების გადადგომა მხოლოდ ერთი ნაწილია იმ დიდი რებუსისა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა და დემოკრეტიულ გზაზე დაბრუნება ჰქვია. ამ რებუსის მეორე და, ალბათ უფრო მნიშვნელოვანი თავსატეხი, ამის შემდგომი ეტაპია.

შემდგომი ეტაპი ორ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი არის პერიოდი ხელისუფლების სათავეებიდან ინვანიშვილის რეჟიმის წასვლასა და ახალ არჩევნებს შორის. ახალი არჩევნები უნდა იყოს ღია და უსაფრთხო. ამავე დროს საჭიროა ყველა ლეგიტიმური პოლიტიკური ძალისთვის წინასაარჩევნო პროცესში თანაბარი ჩართულობის უზრუნველოყოფა. ამ ყველაფერს სჭირდება დრო და თავის მომბმელი ძალა. ანუ ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებამდე ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდია გასათვლელი. მეორე ეტაპი არის არჩევნების შემდგომი პერიოდი, პრიველზე არანაკლებ მნიშვნელოვანი.

როგორ უნდა გაიაროს ქვეყანამ ეს ორი კრიტიკული ეტაპი? აქაც დასს სხვებისგან განსხვავებული, გამოკვეთილი ხედვა აქვს.

ორივე ეტაპის გასავლელად საჭიროა ზეპარიტული ჯგუფის შექმნა, რომელიც სათავეში ჩაუდგება საქართველოს ღრმა კრიზისიდან გამოყვანის საქმეს. ამ ზეპარიტული ჯგუფის ამოცანა ძალიან რთული და გმოწვევებით აღსავსეა. პირველ ეტაპზე გუნდმა უნდა უზრულვეყოს ქვეყნის შიგა ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური სტაბილურობა და ამავე დროს დაიწყოს საარჩევნო რეფორმების გატარება. მეორე ეტაპზე მისი ამოცანა ქვეყანაში ძირეული რეფორმების გატარებაა.

ქართულ საზოგადოებაში კონსენსუსი ყალიბდება პირველი ეტაპის გარშემო. საზოგადოებრივი ჯგუფების ნაწილი ჩვენს მიერ დასახელებულ გამოსავალს ან გარდამავალ მთავრობას, ან დროებით მთავრობას ან ტექნიკურ მთვარობას უწოდებენ. მართალია ხედვები დეტალებში განსხვავებულია მაგრამ პრინციპი ერთი. შექმნილი გუნდის ამოცანა ქვეყნის სტაბილურად ახალ დემოკრატიულ არჩევნებამდე მიყვანაა.

მეორე ეტაპტან დაკავშირებით მსგავსი კონსენსუსი არ არესბობს. ქართველი ხალხი მეორე ეტაპზე საუბარს ან უაღრესად ნაადრევად მიიჩნევს ან თვლის, რომ არჩევნების შემდგომი გადაწყვეტილებები ახლად არჩეულმა მთავარმა პოლიტკურმა ძალამ ანდა პოლიტიკურმა კოალიციამ უნდა მიიღოს.

დღევენდელი საქართველო შესულია ღრმა კრიზისში. აქ სიტყვა კრიზისის მხოლობით ფორმაში გამოყენება უხერხულიც კი არის. სიტუაციას უფრო ქართულისთვის უჩვეულო ფორმა კრიზისები მოუხდება. ჩვენი ქვეყანა განიცდის ღრმა ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ, ფინანსურ, საგანმანათლებლო და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის კრიზისებს. ამას ემატება უღრმესი პოილიტიკური და კონსტიტუციური კრიზისიც. მსგავს სიტუაციებში, ისტორიულად, სახელმწიფოები არიან დიდი კატაკლიზმების გადატანის შემდეგ. სამაგალითოდ შეგვიძლია ამერიკის შეერთებილი შტატების მოყვანა - დამოუკიდებლობის ომის შემდეგ, ან საფრანგეთის - პირველი რევოლუციის შემდეგ, ან გერმანიის - მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ასეთ დროს, პრინციპში, ხდება სახელმწიფოს, მისი ღირებულებების ახლად ჩამოყალიბება. საქართველოსაც, სამწუხაროდ, მსგავსი ჟამი უდგას. ამდაგვარი კრიზისებიდან ქვეყნის გამოყვანა ნორმალური პოლიტიკური პროცესით შეუძლებელია. გამოწვევათა დასაძლევანდ საჭიროა მთელი საზოგადოებრივი რესურსების გაერთიანება, სრული მობილიზაცია და ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანისთვის საერთო ხედვის ჩამოყალიბება. ამიტომაც ამ საქმეს სათავეში უნდა ჩაუდგეს ზეპარტიული საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც აღჭურვილი იქნება საზოგადოების (მათ შორის პოლიტიკური პარტიების) ფართო მანდატით. მისი ამოცანა არა მარტო ქვეყნის სტაბილურად არჩევენაბდე მიყვანა, არამედ პოსტსაარჩევნოდ ძირეული რეფორმების გატარება და ქვეყნის ახლად კონსიტუცირება უნდა იყოს. ამ ჯგუფმა, საზოგადოების, პოლიტიკური ძალების ჩართულობით უნდა შეიმუშაოს რეფორმების ფუნდამენტური გეგმა და დაიწყოს მისი განხორციელებაც. ახალი, დემოკრატიული არჩევნების შემდეგ ჯგუფმა უნდა მიიღოს საპარლამენტო მანდატი დასახული რეფორმების გარძელებისთვის. პარალერულად, ჯგუფმა უნდა დაიწყოს მზადება ქვეყნის ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დასაბრუნებლად. მსა შემდეგ, რაც ჯგუფი სოლიდურ ახალ, მდგრად, სტაბილურ პოლიტიკურ სისტემას ჩაუყრის საფუძველს, იგი უზრულვეყოფს ქვეყნის ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებას და ხელისუფლების სათავეებს საპარლამენტო პროსეში გამრაჯვებულ პოლიტიკურ ძალებს ან ძალას გადასცემს.

მსგავსი პროსესი საქართველოს უნდა გაევლო საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ. თუმცა, შიგა შუღლმა , გრძევანდიანი ხედვისა და სტარტეგიის არქონამ ამის შესაძლებლობა ქვეყანას არ მისცა. დამატებით, გარეშე ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით არებულ პატრიოტულ ჯგუფებს კონსოლიდირება ვერ მოეხდინათ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის სოლიდური საფუძველის ჩასაყრელად. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის არასატაბილურობა დიდწილად სწორედ მაშინდელი უუნარობითა და გარეშე ძალის აქტიური ხელის შეშლით არის გამოწვეული.

შემაჯამებლად რომ ვთქვათ, აუცილებელია საქართველოს სახელწიფოებრიობის საფუძველბის თავიდან ჩაყრა, ძირეული რეფორმების შემუშავება და მათი სწრაფი განხორციელება ქვეყნის უღრმესი და უმწვავესი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსაყვანად.

ბოლო ორი წილის განმავლობაში ეს იდეა დასმა ბევრ ადამიანთან განიხილა. ხშირად ვაწყდებოდით წინააღმდეგობას. მოწინააღმდეგეთმა მთავარი არგუმენტი იდეის არარელევანტურობა იყო. ბევრი ოპონენტი ვერ ხვდება, რა დროს თეორიულ და ფუნდამენტურ რეფორმებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანაში სახელმწიფო ტერორი ბოგინებს და ხალხს ყოველდღიურად ფიზიკური გადაჩენისთვის უწევს ბრძოლა. ზოგი ვერ ხვდება, რატომ არის საჭირო რაიმე საფუძლიანი რეფორმის გატარება, როდესაც ქვეყანას უკვე აქვს კონსტიტუცია და კანონები. მათთვის დღევანდელი მთვარი გამოწვევა არა ის არის, რომ სახელმწიფოს არ აქვს საკანონმდებლო ბაზისი, არამედ ის, რომ ამ ბაზისიდან ხელისუფლებამ გადაუხვია.

აქ ოპენოენტთა ორივე კრიტიკულ შენიშვნაზე ძალიან მარტივი პასუხის გაცემა შეიძლება. ყოველდღიურ ბრძოლას გარარჩენისთვის მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც იცი, რომ ამ ბრძოლის წარმატებით დასრულებით იმაზე უკეთეს მომავალს შექმნი, ვიდრე გაქვს. ბრძოლის გამარჯვებით დასრულებას კი მებრძოლ ჯგუფთა ერთიანი იდეისა და ხედვის გარშემო გაერთიანება სჭირდება. ეს ერთიანი ხედვა ვერ იქნება საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციების კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება. სახელმწიფოს დღევანდელი კონსტიტუცია არის პრობლემის ნაწილი და არა მისი გამოსავალი. სწორედ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში ქვეყნის ფუნდამენტური პრინციპების ჩამოუყალიბებლობის გამო საქართველოს დღევანდელი კონსტიუცია არის კონიუნქტურული და არა ეროვნული ინტერესების გამომხატავი დოკუმენტი. იგი რეფლექსიაა სხვადასხვა დროს სხვადასხვა დომინანტური პოლიტიკური ჯუგფების მცდელობისა, ისე შეეცვალათ სახელმწიფო ინსტიტუციები, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყვნენ ხელისუფლების სათავეში. ეს მცდელობები დღესაც გრძელდება და უფრო მეტად ინტენსურიც გახდება მომავალში. ამიტომ, დღევანდელი საკონსიტუციო დოკუმენტი ემსახურება ხელისუფლებაში მყოფი ძალების და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. რა თქმა უნდა, დღევანდელ სიტუაციას სჯობს ვითარება ისევ "კონსტიტუციურ ჩარჩოებს" დაუბრუნდეს, თუმცა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის ეს საკმარისი არ არის. პოლიტიკური სისტემის, კონსტიტუციის სრული განახლება და მისი საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე მორგება მომავალი ფუნდამენტური რეფორმების ქვაკუთხედი უნდა გახდეს.

ამ ყველაფრის განსახორციელებლად საჭიროა ქართული პროგრესული, პატრიოტული ნაწილის ზემოთ ასახული იდეის გარშემო კონსოლიდირება. ამ კონსოლიდირებული ჯგუფიდან კი უფრო მცირე, ეფექტიანი გუნდის წარმოქმნა, რომელსაც ექნება როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვანდიანი სამოქმედო გეგმა ახალი, ყველა მოქალაქის ინტერესების დამცველი საქართველოს შესაქმნელად. პრობლემის ყველა სხვა გადაწყვეტა მხოლოდ დროებითია და შემდეგი ღრმა კრიზისი დროის საკითი. ბოროტებასთან ყოველდღიური ბრძოლისას ფუნდამენტურ ცვილებებზე ფიქრი ნაადრევი კი არა, სულ მცირე 30 წლით დაგვიანებულია და დღევანდელ პრობლემათა უდიდესი ნაწილი სწორედ ამ დაგვიანებით არის გამოწვეული.